ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

ჩვენ მოხარულები ვართ მოგესალმოთ თქვენ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის – „ევრომედცენტრის“ საიტზე.

„ევრომედცენტრი" დაფუძნებულია ევროპის მენოპაუზის, ევროპის  ცერვიკალური   კიბოს,  ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციისა,  ევროპის ონკოლოგიური სკოლის წევრთა და ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის წევრების მიერ და მოიცავს მედიცინის ისეთ დარგებს როგორიც არის: გინეკოლოგია, ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, უროლოგია, მამოლოგია, ენდოკრინოლოგია.

„ევრომედცენტრში" მუშაობენ  უმაღლესი კატეგორიის ექიმები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები, რომლებიც სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო კლინიკურ ცენტრებში  და რომლებიც დაეხმარნენ მრავალ ადამიანს გადაეწყვიტათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით (უნივერსალური ულტრასონოსკოპი,  მამოგრაფი, კარდიოგრაფი). და გთავაზობთ   დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ფართო სპექტრს რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნულ მედიცინის  განხრებს.

მხოლოდ ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის პათოლოგიური კლიმაქსის არამედიკამენტოზური მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი შემუშავებულია პროფესორ ია ვერულაშვილის მიერ და როგორც გამოგონება დამტკიცებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოგონებისა და აღმოჩენების საქმეთა სახელმწიფო კომიტეტების მიერ.

მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა წარმოებს იმპულსური დენით – ელექტროანალგეზია. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ როგორც დიანოსტიკის, აგრეთვე მკურნალობის ახალ მეთოდებს. „ევრომედცენტრის" ბაზაზე ტარდება ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები.

ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებზე და უწევს უფასო სამედიცინო მომსახურეობას ამ პროგრამით გათვალისწინებულ ავადმყოფებს.

„ევრომედცენტრში" მომსახურეობის ფასები მისაღებია როგორც საზოგადოების ფინანსურად შეძლებული ფენებისათვის, აგრეთვე შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობის პაციენტებისათვის და სტუდენტებისთვის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა – უზრუნველვყოთ პაციენტების მაღალკვალიფიციური, სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაგიბრუნოთ თქვენ სრულყოფილი ცხოვრების სიხარული.

სიცოცხლის ყოველი წუთი გვაძლევს ჩვენ შანსს, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

დავიწყოთ ჯანმრთელობიდან!


„ჯანმრთელობა – ეს არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე – არაფერია.“

სოკრატე